პოლ მაკკარტნი 76 წლის გახდა
საქართველო, თბილისი - 14:41 | 18.06.2018 ნანახია: 2079
ბრიტანელი მუსიკოსი პოლ მაკკარტნი დღეს 76 წლის გახდა. ჯონ ლენონთან, ჯორჯ ჰარისონთან და რინგო სტართან ერთად მან სახელი გაითქვა ჯგუფ The Beatles-ით და ჩამოაყალიბა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი განთქმული შემომქდებითი პარტნიორობა. The Beatles-ის დაშლის შემდგომ მან დაიწყო სოლო კარიერა, მოგვიანებით კი ჩამოაყალიბა ჯგუფი Wings, რომელშიც შედიოდნენ მისი პირველი მეუღლე ლინდა ისტმენი და სიმღერების ავტორი და ვოკალისტი დენი ლეინი.
მაკკარტნი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიერ აღწერილია, როგორც „ყველა დროის ყველაზე წარმატებული კომპოზიტორი და მუსიკოსი“, რომელსაც მიღებული აქვს ოქროს სტატუსის მქონე 60 დისკი და გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ალბომი და 100 მილიონზე მეტი სინგლი. ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში იგი ითვლება სიმღერების ყველაზე წარმატებულ ავტორად. მის მიერ The Beatles-ისთვის დაწერილი სიმღერა "Yesterday" 2 200-ზე მეტი შემსრულებლის მიერ იქნა ინტერპრეტირებული, რაც უფრო მეტია, ვიდრე ჩაწერილი მუსიკის ისტორიაში რომელიმე სხვა სიმღერის შემთხვევაში. მაკკარტნი არის 31-ზე მეტი ისეთი სიმღერის ავტორი ან თანაავტორი, რომელიც მოხვედრილა ბილბორდის ცხელი ასეულის პირველ პოზიციებზე. 2012 წლისათვის აშშ-ში პოლს გაყიდული აქვს 15.5 მილიონზე მეტი ალბომი.
მაკკარტნი არის კინო, კლასიკური და ელექტრონული მუსიკის ავტორი. სოლო-შემსრულებლის სახით გამოცემული აქვს სიმღერების დიდი კატალოგი. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო საქველმომქედო ორგანიზაციის მუშაობაში.
პოლის კუთვნილი კომპანია MPL Communications ფლობს 25 000-ზე მეტ სიმღერაზე უფლებას. მაკკარტნი ითვლება ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ პიროვნებად, რომლის შემოსავალი 2010 წლისათვის 475 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. იგი სამჯერ იყო დაქორწინებული და ხუთი შვილის მამაა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















