ყველაზე წყალგამძლე სმარტფონები დასახელდა

საქართველო, თბილისი - 14:26 | 18.06.2018
ნანახია: 1867

ექსპერტებმა მობილური მოწყობილობების რეიტინგი წარმოადგინეს, რომლებიც მტვრისა და ნესტის ზემოქმედებისგან ყველაზე უკეთ არიან დაცულნი. რეიტინგის სათავეში Samsung Galaxy S9 და iPhone X მოხვდნენ.

სპეციალისტებმა მობილური ტელეფონების თანამედროვე ბაზარი შეისწავლეს. გაირკვა, რომ სამხრეთკორეული წარმოების გაჯეტი დაცვის ყველაზე ეფექტური თვისებით გამოირჩევა.

„Samsung Galaxy S9 შეგიძლიათ წყალში მშვიდად ჩააგდოთ. სმარტფონი ნესტისა და მტვრისგან სრულად დაცულია“, - განაცხადეს კვლევის ავტორებმა.

საუკეთესოთა სიაში ასევე მოხვდა Samsung Galaxy A3, A5 და A8. ექსპერტებმა რეიტინგში შეიტანეს LG G7 ThinQ და Huawei P20 Pro.

ამერიკული კორპორაცია Apple-ს სმარტფონი iPhone X ნესტისა და მტვრის მიმართ ასეთივე  მდგრადობით გამოირჩევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე