თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება

საქართველო, თბილისი - 12:40 | 02.12.2015
ნანახია: 1639

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში, დაბა წყნეთში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება. 

თბილისის მერის დავით ნარმანიას განკარგულების შესაბამისად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაევალა, უზრუნველყოს მერიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე,  ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; კერძოდ, კონკურსი-ტენდერის გამოცხადება სამშენებლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის თაობაზე, ასევე, ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე.

აღნიშნული ღონისძიებები დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, „სკოლამდელი განათლების სისტემის მართვისა და განვითარების“ პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

დაბა წყნეთში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი  მომსახურების გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე აშენდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე