უფრო აქტიური სვლა ევროკავშირისა და ნატოსაკენ - ეს ფორმულა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედია - კობახიძე
საქართველო, თბილისი - 12:16 | 14.06.2018 ნანახია: 1151
მეტი დემოკრატია, უფრო ეფექტური რეგიონული თანამშრომლობა და უფრო აქტიური სვლა ევროკავშირისა და ნატო-საკენ - ეს ფორმულა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ყოველწლიურად იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის. მისივე განცხადებით სიმბოლურია, რომ შეხვედრის ადგილია ბათუმი, აჭარა, სადაც ქვეყნის განვითარება და მაჯისცემა ყველაზე თვალსაჩინოა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოთი დაინტერესება ევროპაში, დასავლეთში და მსოფლიოში სულ უფრო იზრდება. ჩვენ ორგანულად ვართ ჩართულნი არა მარტო ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, არამედ საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მადლობა გადაუხადა კონფერენციის უცხოელ მონაწილეებს, რომლებიც, მისი თქმით, ჩვენი რეგიონის აწმყოთი და მომავლით არიან დაინტერესებულნი.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული უსაფრთხოება საქართველოს ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება და რეგიონული უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, მყარი, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტიაა დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მარტო არ არის ამ გამოწვევის წინაშე. ჩვენ მხარს გვიჭერს მსოფლიოს დემოკრატიული ნაწილი, რაც გვაძლევს იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ არა მხოლოდ ეროვნული, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების წარმატებით გადაჭრას და მყარი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას.
მინდა, ხაზი გავუსვა რეგიონული უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს.
უპირველს ყოვლისა, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო მყარი, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტიაა. დღეს შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ სწორედ ამ მიმართულებით გადადგა ყველაზე გამართლებული ნაბიჯები. საქართველოს დემოკრატიული პროგრესი ფართოდაა აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები, ადამიანის უფლებების დაცვა, მედია თავისუფლების პატივისცემა ქვეყნის და საზოგადოებისთვის ჩვეული და ნორმალური მოვლენა გახდა. ამ პროცესში განუზომელია საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარების როლი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე წელს, პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა საქართველოს კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ ჩვენი ქვეყნის განვითარება შეუქცევად პროცესად აქცია. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ევროინტეგრაცია საქართველოს საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა.
„პარლამენტის მიერ წელს დამტკიცებულმა საქართველოს კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება შეუქცევად პროცესად აქცია. ამოქმედების შემდეგ, ახალი კონსტიტუცია იქნება ხელისუფლებაში ძალაუფლების გაწონასწორებისა და ურთიერშეკავების, დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტია. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით ევროინტეგრაცია საქართველოს საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა.
კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რაც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს კიდევ უფრო აძლიერებს და მყარ სამართლებრივ, შეიძლება ითქვას, ისტორიულ საფუძველს უქმნის.
სიმბოლურია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი, ევროპული ტიპის დახვეწილი რედაქციის მიღება დაემთხვა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის საუკუნოვან იუბილეს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მეორე მნიშვნელოვან განზომილებად პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონული თანამშრომლობა დაასახელა. მისი შეფასებით, გულწრფელი, მჭიდრო, კონსენსუსზე და მშვიდობიან განვითარებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა პოზიციების დაახლოებისა და დაძაბულობების თავიდან არიდების საუკეთესო საშუალებაა. ამ მიმართულებით კი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, განუზომელია საპარლამენტთაშორისო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა.
„განუზომელია საპარლამენტთაშორისო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა. საკანონმდებლო ორგანოების დონეზე პარტნიორული დიალოგის წარმოებით შესაძლებელი ხდება ქვეყნებს შორის ნდობის ამაღლება და კავშირების განმტკიცება.
საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო აქტიურობა მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. ჩვენი საგარეო პოლიტიკური საქმიანობა საქართველოს ეროვნულ და რეგიონული უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველო-უკრაინა-მოლდოვას საპარლამენტო ასამბლეის შექმნას მოეწერა ხელი და ეს ძალისხმევა საერთო მიზნისკენ არის მიმართული.
„რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის შექმნას უკრაინასა და მოლდოვასთან. ეს ძალისხმევა მიმართულია საერთო მიზნისაკენ, რომ რეგიონის დემოკრატიულმა ქვეყნებმა ერთობლივად მოახერხონ რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხებში ჩვენი დასავლელი პარტნიორების უფრო მეტი და ეფექტური ჩართულობა და ევროკავშირში ინტეგრაცია.
საკანონმდებლო ორგანოები ხალხის მისწრაფებებს ყველაზე უკეთ და პირდაპირ გამოხატავენ. ამიტომ, ჩვენი პარლამენტების მიერ დასავლეთისაკენ გადებული ხიდები პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების სახალხო წარმომადგენლობებს და ჩვენ საერთო მისწრაფებებს გამოხატავს",- მიმართა კონფერენციის მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განაცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიცოცხლე დაუცველია და ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედია მეტი დემოკრატია, ეფექტური რეგიონული თანამშრომლობა და აქტიური სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ.
„საქართველოს აქვს ტერიტორიული მთლიანობის ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემა. არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულმა სიკვდილმა კარგად გვიჩვენა, რომ გაყინული კონფლიქტები არ არსებობს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიცოცხლე დაუცველია და ადამიანის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. აუცილებელია კონფლიქტების გადაჭრა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის სრული აღდგენით და ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნებით საერთო დემოკრატიულ სახელმწიფოში.
მეტი დემოკრატია, უფრო ეფექტური რეგიონული თანამშრომლობა და უფრო აქტიური სვლა ევროკავშირისა და ნატო-საკენ - ეს ფორმულა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედი.
ვიმედოვნებ, რომ ეს საერთაშორისო კონფერენცია კარგი შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ საინტერესო, სიღრმისეული და პროდუქტიული დისკუსია გაიმართოს ამ საკითხებთან დაკავშირებით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჯანელიძემ, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა, კრისტიან დანიელსონმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















