თინა ხიდაშელი ევროკავშირის პარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტში სიტყვით გამოვიდა
საქართველო, თბილისი - 12:15 | 02.12.2015 ნანახია: 2314
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ევროკავშირის პარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა.
ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომა საქართველოს საკითხის განხილვას მიეძღვნა. პარლამენტის წევრებს თავდაცვის მინისტრი კომიტეტის თავმჯდომარემ ანა ფოტიგამ წარუდგინა. საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხები განიხილეს. თინა ხიდაშელმა ევროპარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ოკუპაციაზე, კონფლიქტურ რეგიონებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.
როგორც სამინისტროში განაცხადეს, ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი იყო. კომიტეტის თავმჯდომარემ ანა ფოტიგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას მხარს უჭერს.
"კომიტეტის წევრებმა ჩვენგან საქართველოს უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაცია და ის დღის წესრიგი მოისმინეს, რომელიც ქართულ სახელმწიფოს დღეს ევროკავშირთან მიმართებაში აქვს. დეპუტატების მხრიდან ძალიან საინტერესო კომენტარები, საინტერესო რეკომენდაციები, გამოსვლები იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ცალსახად მივიღოთ უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ევროპარლამენტში აქვს, ერთი მხრივ, იმ პოლიტიკური კურსის, რეფორმების, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მეორე მხრივ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის თვალსაზრისით", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ანა ფოტიგას შეფასებით, თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა ძალიან ინფორმაციული იყო. "გვქონდა საკმაოდ ინფორმაციული ბრიფინგი უსაფრთხოებისა და სამხედრო ასპექტებზე, საქართველოს პოლიტიკასა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ქმედებათა სამსახურის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ასევე განვიხილეთ საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში. ვაფასებთ საქართველოს წვლილს. შესაძლებლობა გვქონდა, მოგვესმინა მინისტრის შეფასება საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
თავდაცვის მინისტრის გამოსვლა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ საჯად კარიმმაც შეაჯამა: "ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმ გახსნილი ურთიერთობის, რომელიც საქართველოს მთავრობას ევროკავშირის პარლამენტთან აკავშირებს. ეს არის მუშაობის ჯანსაღი წესი. ევროკავშირის პარლამენტის საშუალებით მსგავსი შეხვედრები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გამყარებას უწყობს ხელს. პარლამენტებს შორის დიალოგი სამომავლო ურთიერთობებისთვის აუცილებელია", _ განაცხადა საჯად კარრიმმა.
საკომიტეტო მოსმენის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპარლამენტში სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილეს სანდრა კალნიეტეს შეხვდა. თინა ხიდაშელმა ლატვიელ დეპუტატთან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი და არსებული გამოწვევები განიხილა.
"ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვინაიდან მათ ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარეს ის გზა, რომელზეც ჩვენ დღეს ვდგავართ. ამიტომ ყოველი შეხვედრა ბალტიისპირეთის ქვეყნების დეპუტატებთან არის, ერთი მხრივ, სასწავლო, სარეკომენდაციო და, მეორე მხრივ, უზარმაზარი მხარდაჭერის მაჩვენებელი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, როდესაც ბრიუსელში არ ვართ, აქ არიან ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩვენს მისწრაფებებს იცავენ, ჩვენს ამოცანებზე საუბრობენ და ჩვენს რისკებზე ეძებენ პასუხებს", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















