ეს არის პუტინისტური რუსეთის მილიციის დაკავების ფორმები - ირაკლი ნადირაძე
საქართველო, თბილისი - 16:24 | 12.06.2018 ნანახია: 1750
ეს არის პუტინისტური რუსეთის მილიციის დაკავების ფორმები. მსგავსი ფორმები ცივილიზებულ მსოფლიოში არ მინახავს, - ასე გამოეხმაურა "ჯი-ეიჩ-ენთან" გუშინ ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.
მისი განმარტებით, ის ნიკა მელიას ძალისმიერი მეთოდით დაკავებას აპროტესტებდა, რა დროსაც თავადაც დააკავეს.
"აბსოლუტურად უკანონოდ დამაკავეს. ზოგადად, ამ აქციებზე როგორც რიგითი მოქალაქე და ოთხი შვილის მამა დავდივარ, შესაბამისად, გუშინაც ვიმყოფებოდი იმ ტერიტორიაზე,სადაც ასეულობით პოლიციელი იმყოფებოდა. როცა ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, მივედი და ვნახე რომ ნიკა მელიას დაკავებას ცდილობდნენ ძალიან მძიმე, ძალადობრივი მეთოდებით, ყელში წაჭერებით. პოლიციელებს ვკითხე, თუ რას აკეთებდნენ, რადგან პარლამენტის დეპუტატის დაკავება არ შეიძლებოდა და ნუ დაახრჩობდნენ. არც დამამთავრებინეს ამის თქმა, ზუსტად ასევე მომეპარნენ უკნიდან, მეც უკნიდან ვიღაცამ ყელზე წამიჭირა და რა ფორმებით მოხდა ჩემი საპატრულო მანქანამდე მიყვანა, ეს საზოგადოებამ კარგად ნახა", - აცხადებს ნადირაძე.
როგორც ის აღნიშნავს, დაკავების შემდეგ ის საპატრულო პოლიციის მანქანაში დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდათ და არ იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.
"მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის მანქანაში, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში ვყავდი გაჩერებული ალექსანდროვის ბაღთან, ტელეფონზე ალბათ, ასზე მეტი ზარი განახორციელეს და ცდილობდნენ გაერკვიათ, ჩემთან დაკავშირებით რა უნდა გაეკეთებინათ. მხოლოდ, 40 წუთის შემდეგ პატრულის თანამშრომელი ჩაჯდა მანქანაში და თქვა, რომ მაკავებდნენ. როცა მისმა კოლეგამ კითხა, ვის ესაუბრა, სუს-ის უფროსს ველაპარაკეო, უპასუხა. შემდეგ საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობასთან გადამიყვანეს, იქ უკვე მითხრეს, რომ ხელწერილით მათავისუფლებდნენ, როცა დამირეკავდნენ ჩუღურეთის პოლიციაში უნდა გამოვცხადებულიყავი, მეორე დღეს კი სასამართლო მექნებოდა. ამ წუთამდე არავინ შემხმიანებია პოლიციიდან. ეს მეტყველებს რომ ჩემს წინააღმდეგ არანაირი ფაქტი, მტკიცებულება არ აქვთ და ვერც ექნებათ. იქ ამ ფაქტს იღებდა როგორც პატრულის სამხრე კამერები, ასევე ტელევიზიის კამერები, ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში მოხდა ჩემი დაკავება. მათ ვერ ექნებათ ვერანაირი მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ, რადგან კანონდარღვევას იქ ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია", - დასძენს ნადირაძე.
როგორც ის აღნიშნავს, მეთოდები, რითიც მისი დაკავება მოხდა, არაცივილურია.
"ეს არის პუტინისტური რუსეთის მილიციის დაკავების ფორმები. მსგავსი ფორმები ცივილიზებულ მსოფლიოში არ მინახავს. ამის არანაირი საჭიროება არ იყო, ხედავდნენ რომ აგრესიული არ ვიყავი, აქეთ ვთხოვდი განემარტათ რისთვის მაკავებდნენ და მზად ვიყავი მანქანაში ჩავჯდომოდი და გავყოლოდი. თუმცა, გადაწყვიტეს ასე დემონსტრაციულად, საჩვენებლად დავეკავებინე, რათა თავიანთი ჭკუით დაგვაშინონ, რომ შვილმოკლულ მამებს სოლიდარობა არ გამოვუცხადოთ. ასე ჭკუას ვერ გვასწავლიან, ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც საჭიროა და ბოლომდე დავუდგებით ამ ადამიანებს გვერდით", -აღნიშნავს ნადირაძე.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















