ბათუმში ვარდების სკვერში ,,ფიტოსსპორუმის“ ჯიშის ბუჩქები ვანდალურად გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 12:09 | 02.12.2015
ნანახია: 1831

დღეს, ბათუმში ვარდების სკვერში ქ.ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის მიერ 2013 წელს დარგული ,,ფიტოსსპორუმის“ ჯიშის ბუჩქები ვანდალურად გაანადგურეს. გამწვანების სამსახურის უფროსის ეთერ მაჭუტაძის განცხადებით, მსგავსი ფაქტი ბათუმში პირველად დაფიქსირდა. მისივე თქმით, ეს არის მიზანმიმართული და მოსახლეობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, რომელიც ყოვლად დაუშვებელია. სავარაუდოდ ბუჩქების განადგურება ნაჯახის ტიპის იარაღით განხორციელდა.
მომხდარი ფაქტი გამოსაძიებლად სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცათ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე