ირაკლი ნადირაძე თავისუფალია

საქართველო, თბილისი - 18:26 | 11.06.2018
ნანახია: 965

საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე თავისუფალია.

ირაკლი ნადირაძე სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სხვა დეპუტატებთან ერთად დააკავეს. ამ დრომდე დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნიკა მელია და სხვა ოპოზიციური პარტიის წევრები.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა. უცნობია, რა მიზეზით დააკავეს საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე