„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კაპმანია დაიწყეს - უსუფაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:02 | 11.06.2018
ნანახია: 735

გასაგებია, რომ ნაცმოძრაობა გუშინ საღამოდან მოყოლებული იძულებული გახდა კონკრეტულ გზას დასდგომოდა - გამწვავება, გამოწვევა, შესკდომა - დავით უსუფაშვილი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია დაიწყეს.

"გასაგებია, რომ ნაცმოძრაობა გუშინ საღამოდან მოყოლებული იძულებული გახდა კონკრეტულ გზას დასდგომოდა - გამწვავება, გამოწვევა, შესკდომა. ოცნება რატომღა მიყვება ამ გზაზე? იმიტომ, რომ ორივე მხარემ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია დაიწყო და ორივეს აწყობს, ეს პროცესი მათ შორის მწვავე დაპირისპირების ფონზე განვითარდეს. ვისაც სხვა ხედვა, ღირებულება და გეგმა გვაქვს, ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ!"-  წერს უსუფაშვილი „ფეისბუქში“.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე