ნუ შეგეშინდებათ, მათი აღსასრული ძალიან ახლოა - სააკაშვილი რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 16:50 | 11.06.2018
ნანახია: 2417

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქში" ეხმაურება. ის მოქალაქეებს მოუწოდებს არ შეეშინდეთ და წერს, რომ ხელისუფლების დასასრულის დრო ახლოვდება. 

"ივანიშვილმა თავისი მოპარული მილიარდების დასაცავად გადაწყვიტა პუტინის მეთოდების გამოყენება. ამისთვის იყენებს მოსკოვიდან ჩამოყვანილ ვამპირს გახარიას და სუსის 100 კაცს, რომელთაც ყოველთვიურად ხელზე უხდის ხელფასს.

ნუ შეგეშინდებათ მათი! მათ არაფერი ამაგრებთ შეშინებული ხალხის გარდა!
მათი აღსასრული ძალიან ახლოა!,"-წერს მიხეილ სააკაშვილი.  

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა კარვები აიღეს. დაკავებულია ენმ-ს რამდენიმე წევრი, მათშორის ნიკა მელიაც. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე