გუგული მაღრაძე ჟურნალისტებს საყვედურობს

საქართველო, თბილისი - 11:29 | 02.12.2015
ნანახია: 1595

საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე ჟურნალისტებს მიმართავს.

„ჩემო ძვირფასო და საყვარელო ჟურნალისტებო, რა სამწუხაროა, რომ ყველაფერი, რასაც არაოფიციალურად გეუბნებით ოფიციალური განცხადების სახით ქვეყნდება მეორე დღეს, ხოლო მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც ოფიციალური ინტერვიუ მოგეცით, ნაკლებად გაინტერესებთ. დღეში 20 ლარად ნოყიერი სადილის მომზადება ნამდვილად შეიძლება, თუმცა რატომ არის ეს თემა უფრო საინტერესო, ვიდრე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც ოფიციალური ინტერვიუ მოგეცით, აი ეს არ მესმის? მიუხედავად იმისა, რომ პრიორიტეტები ვერ გაგირჩევიათ. არ იცით, თუ რა ინფორმაცია უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია მკითხველისთვის და სკანდალს ეძებთ ყველგან, არ დაგძრახავთ, გაიხარეთ და დაბეჭდეთ რაც თქვენი აზრით უფრო საინტერესოა. ეს თქვენი სიტყვის თავისუფლებაა!“,-წერს გუგული მაღრაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე