საქართველოში Starbucks-ი შემოდის

საქართველო, თბილისი - 13:54 | 11.06.2018
ნანახია: 913

საქართველოში, სავარაუდოდ, Starbucks-ი შემოდის. 

კომპანია Shaya Turkey, რომელიც თურქეთსა და აზერბაიჯანში Starbucks-ის მუშაობას უზრუნველყოფს, საქართველოს წარმომადგენლობის მენეჯერს ეძებს.

შესაბამისი ვაკანსია ვებ-გვერდზე jobs.ge გამოქვეყნდა. დაინტერესებულ პირებს ვაკანსიაზე განაცხადის შეტანა 11 ივლისამდე შეუძლიათ.

ამ დროისთვის უცნობია, როდის გეგმავს Starbucks-ი საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე