ვითხოვ, დასახელდეს, ჩემი რომელი ფრაზა მიიჩნია ზაზა სარალიძემ შეურაცხყოფად - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 13:30 | 11.06.2018
ნანახია: 1092

თუ ეს რამე სხვა სარჩულის მატარებელი არ არის, ვერ გავიგე რა იყო ამ განცხადების მიზეზი და ვითხოვ, ძალიან კონკრეტულად დასახელდეს სად, რომელი ფრაზა იყო ის, რაც ზაზა სარალიძემ ჩათვალა, რომ  შეურაცხმყოფელი იყო. სხვაგვარად აბსურდამდე მივალთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარე ეკა ბესელიამ ზაზა სარალიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ბესელიას, როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს, უნდობლობას უცხადებს.

მისივე თქმით, ოთარ კახიძემაც პრაქტიკულად თქვა, რომ ზაზა სარალიძეს უკარნახეს პოლიტიკური მოთხოვნები. ბესელიას აინტერესებს, გამოუცხადებს თუ არა ზაზა სარალიძე ოთარ კახიძეს უნდობლობას.

„მაინტერესებს, გაცხადდება თუ არა ბატონი ოთარ კახიძის, როგორც კომისიის წევრის მიმართ უნდობლობა, ძალიან მაინტერესებს. ამაზე მძიმე ბრალდება არავის არ უთქვამს.  ამ ორ საკითხს დავაყენებდი და უფრო ნათლად გავიგებდი, რასთან გვაქვს საქმე. მე კი ვიცი რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ნათელი რომ იყოს“ , – განაცხადა ეკა ბესელიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე