რიმა ბერაძე: როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა თქვას, რომ 1,18 ლარი საკმარისია ერთი დღის კვებისათვის

საქართველო, თბილისი - 11:16 | 02.12.2015
ნანახია: 1693

როგორ შეიძლება დღეს ნორმალურმა ადამიანმა თქვას, რომ 1,18 ლარი საკმარისია ერთი დღის კვებისათვის, -ეს განცხადება , თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა რიმა ბერაძემ გააკეთა.

გადაცემა "არჩევანში" საუბრისას ბერაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მის მიერ ნათქვამი ფრაზა იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი და დამახინჯებული.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც უფასო სასადილოებს საკვებით უზრუნველყოფს განაცხადებს, რომ 1,18 ლარი არ არის საკმარისი, მაშინ მერიის შესაბამისი სტრუქტურები განიხილავენ საკითხს და მოხდება კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის გადახედვა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე