„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები გაერთიანებაში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგნი არიან

საქართველო, თბილისი - 12:29 | 09.06.2018
ნანახია: 932

„დიდი შვიდეულის“ წევრი ევროპის ქვეყნები გაერთიანებაში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგნი არიან. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის კანცელარიაში განაცხადეს. როგორც ცნობილია, გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ  „დიდ რვიანში“ რუსეთის დაბრუნების მომხრეა.
„ევროპელები გამოხატავენ საერთო პოზიციას რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ“, - განუცხადა ჟუნალისტებს მაკრონის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, თუმცა აღნიშნა, რომ ლიდერები მოსკოვთან დიალოგის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.

მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ და იტალიის ახალმა პრემიერმა ჯუზეპე კონტემ საერთო პოზიცია კანადაში G7-ის სამიტზე შეათანხმეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე