146 წლის წინ, 9 ივნისს ქართველი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი დაიბადა
საქართველო, თბილისი - 11:10 | 09.06.2018 ნანახია: 2761
კოტე მარჯანიშვილი 1872 წელს ყვარელში დაიბადა. დაამთავრა თბილისის I სათავადაზნაურო გიმნაზია. სიყმაწვილეში მშობლიური სახლის (უკვე ლეგენდარულ) უზარმაზარ მარანში სპექტაკლებს წარმოადგენდა, სადაც ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ.
XIX საუკუნის 90-იან წლებში შედგა კოტე მარჯანიშვილის სამსახიობო დებიუტი აკაკი წერეთლის დრამაში "პატარა კახი", ხოლო 1896 წელს ითამაშა ლევან ხიმშიაშვილის როლი სახელგანთქმულ პიესაში "სამშობლო".
1897 წელს კოტე მარჯანიშვილი რუსეთში მიემგზავრება, სადაც მისი შემოქმედების 25-წლიანი კარიერა იღებს სათავეს . კალეიდოსკოპივით იცვლება ქალაქები: ელიზავეტგრადი, ქერჩი, ბაქო, ტამბოვი, ივანოვო-ვოზნესენსკი, ტაშკენტი, აშხაბადი, ტულა, ორიოლი, ლუგანსკი, ვიატკა, უფა, ირკუტსკი, პერმი, რიგა, მოსკოვი, კიევი.
რუსული თეატრის სცენაზე ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა ანტონ ჩეხოვის და მაქსიმ გორკის პიესები. კონსტანტინე სტანისლავსკისთან, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან, ვსევოლოდ მეიერჰოლდთან, ევგენი ვახტანგოვთან ერთად კოტე მარჯანიშვილი XX საუკუნის ახალი თეატრის სექმნაში იღებდა მონაწილეობას.
სამშობლოდან შორს, სარეჟისორო დებიუტად აირჩია ანტონ ჩეხოვის "ძია ვანია". საზღვარგარეთ ყოფნისას, კოტე მარჯანიშვილმა დადგა: ანტონ ჩეხოვის, ალექსანდრე ოსტროვსკის, უილიამ შექსპირის, კარლ გუცკოვის, მაქსიმ გორკის, ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის, ლევ ტოლსტოის, ფრიდრიხ შილერის და სხვა პიესები.
1910-13 წლებში კოტე მარჯანიშვილი მოსკოვის სამხატვრო თეატრში მოღვაწეობს, სადაც დგამს კნუტ ჰამსუნის დრამას "ცხოვრების ბრჭყალებში" და ჰენრიხ იბსენის - "პერ გიუნტს".
1913 წელს მოსკოვში ”თავისუფალი თეატრი”დააარსა. მან გადაწყვიტა შექმნას თეატრი - დღესასწაული, ოცნებობს ხორცი შეასხას სინთეზური თეატრის იდეას, აღზარდოს უნივერსალური მსახიობები, რომლებიც ერთდროულად მონაწილეობას მიიღებენ საოპერო, დრამატულ და პანტომიმურ წარმოდგენებში. ”თავისუფალ თეატრში” დადმგული სპექტაკლებით - მოდესტ მუსორგსკის ოპერა "სოროჩინის ბაზრობა", ჟაკ ოფენბახის ოპერეტა "მშვენიერი ელენე", არტურ შნიცლერ-დონანის "პიერეტას საბურველი", ბენრიმო და საბელტონის "ყვითელი კოფთა" და ალფონს დოდეს ”არლეზიანელი ქალი” (კომპოზიტორი ჟორჟ ბიზე), იგი თითქმის მიუახლოვდა საკუთარ ჩანაფიქრს.
რამოდენიმე ხნის შემდეგ ”თავისუფალი თეატრის” ბაზაზე ალექსანდრე თაიროვი ქმნის ”კამერულ თეატრს”.
1918 წლის შემოდგომაზე კოტე მარჯანიშვილი კიევშია, უკვე აღიარებული რეჟისორის პირველი დადგმა უკრაინაში, ლოპე დე ვეგას "ფუენტე ოვეხუნა" გახლდათ. კიევის ყოფილი "სოლოვეცის" თეატრი ორმოცი საღამოს განმავლობაში არნახული ჰეროიკული სანახაობის მოწმე გახდა; ფრონტიდან მოსული ჯარისკაცები სპექტაკლიდან ისევ ფრონტზე ბრუნდებოდნენ.
1920 წლის ზაფხულში, კოტე მარჯანიშვილი პეტროგრადში მასობრივ სანახაობებს დგამს.
1922 წელს რეჟისორი სამშობლოში ბრუნდება და 25 ნოემბერს რუსთაველის თეატრის სცენაზე წარმოადგენს ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"-ს. ეს სპექტაკლი ქართული თეატრისათვის საეტაპო აღმოჩნდა.
1922 - 26 წლებში კოტე მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში დადგა:
ზურაბ ანტონოვი ”მზის დაბნელება საქართველოში”
გიორგი ერისთავი ”გაყრა”
ჟან - ბატისტ მოლიერი ”გააზნაურებული მდაბიო”
უილიამ შექსპირი ”უინძორელი მხიარული ქალები”
უილიამ შექსპირი ”ჰამლეტი”
გრიგოლ რობაქიძე ”ლამარა”
1924 წელს რუსთაველის თეატრში კორპორაცია "დურუჯი" შეიქმნა , რომლის საპატიო თავჯდომარედ კოტე მარჯანიშვილი აირჩიეს. კორპორაციის მანიფესტი და წესდება თეატრში ძირეულ გარდაქმნებს გულისხმობდა, რომლის მოთავე რეჟისორი სანდრო ახმეტელი გახლდათ.
კოტე მარჯანიშვილმა და სანდრო ახმეტელმა ერთობლივი დადგმები განახორციელეს. მალე რუსთაველის თეატრში ბზარი გაჩნდა, ეს მოხდა გრიგოლ რობაქიძის "ლამარაზე" მუშაობისას. კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის თეატრალური ესთეტიკა აშკარად გამოიკვეთა.
1926 წელს რეჟისორი რუსთაველის თეატრიდან წავიდა.
1928 წელს კოტე მარჯანიშვილმა შემოიკრიბა თანამოაზრეები და ამავე წლის, 3 ნოემბერს სპექტაკლით "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!" საფუძველი ჩაუყარა ახალ, ქუთაის - ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს.
1930 წელს,წარმატებული გასტროლების შემდეგ, ახლადშექმნილმა თეატრმა თბილისში, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრმა, ზუბალაშვილების სახალხო სახლში დაიდო ბინა.
II ქართულ სახელმწიფო თეატრში 1928 წლიდან 1933 წლამდე კოტე მარჯანიშვილმა დადგა:
ერნესტ ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!" 1928 წ,;
ბერნარდ შოუს "წმინდა ქალწული" 1928 წ,;
ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო" 1928 წ,;
შალვა დადიანის "კაკალ გულში" 1928 წ.;
ვსევოლოდ კირშონის "ლიანდაგი გუგუნებს" 1929 წ,;
კარლ გუცკოვის "ურიელ აკოსტა" 1929 წ,;
კარლო კალაძის "როგორ" 1929 წ,;
პოლიკარპე კაკაბაძის ”ყვარყვარე თუთაბერი” 1929წ.;
დავით ჩიანელის ”რაილი” 1929წ.;
დემნა შენგელაიას”თეთრები” 1929წ.;
ალექსანდრე ქუთათელის "შუაღამემ გადაიარა" 1929 წ.;
გუგული ბუხნიკაშვილის "კი მაგრამ" 1930 წ.;
პერსი კიში შელის "ბეატრიჩე ჩენჩი" 1930 წ.;
კარლო კალაძის "ხატიჯე" 1930 წ,;
თამარ ვახვახიშვილის პანტომიმა "ხანძარი" 1930 წ.;
მიკოლა კულეშის "კომუნა ველზე" 1930 წ.;
ხალხური თქმულება "არსენას ლექსი" 1931 წ.;
იური ოლეშას ”სამი ბღენძი” 1931 წ,;
ნიკოლაი პოგოდინის "ფოლადის პოემა" 1931 წ,;
ვსევოლოდ კირშონის "პური" 1331 წ,;
ივან მიკიტენკოს "ანათეთ, ვარსკვლავნო!" 1931 წ,;
ალექსანდრე იაშვილის "მოხუცი ენთუზიასტი" 1931 წ.;
კარლო კალაძის "სახლი მტკვრის პირას" 1931 წ.;
ალექსანდრე აფინოგენოვის "შიში" 1932 წ.;
უილიამ შექსპირის "ოტელო"1932 წ,;
ზურაბ ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში" 1933 წ.;
კოტე მარჯანიშვილის სარეჟისორო ფილმოგრაფია:
"ქარიშხლის წინ" (1924 წელი),
"სამანიშვილის დედინაცვალი" დავით კლდიაშვილის მოთხრობების მიხედვით (1927 წელი),
"გიორგი რატიანი" (1927 წელი),
"კანონი და მოვალეობა" იგივე "ამოკი" შტეფან ცვაიგის მიხედვით (1927 წელი),
"კრაზანა" ე. ვოინიჩის რომანის მიხედვით (1928 წელი)
"კომუნარის ჩიბუხი" ილია ერენბურგის მოთხრობის მიხედვით (1929 წელი).
1933 წელს კოტე მარჯანიშვილი მიიწვიეს მოსკოვის მცირე თეატრში ფრიდრიჰ შილერის "დონ-კარლოსის" დასადგმელად.
კოტე მარჯანიშვილი 1933 წლის 17 აპრილს, მოსკოვში გარდაიცვალა .
ამავე წელს თბილისის მეორე სახელმწიფო დრამატულ თეატრს კოტე მარჯანიშვილის სახელი ეწოდა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















