6 დაღუპული და 10 დაშავებული - საბერძნეთში მიგრანტების ავტობუსი გადაბრუნდა

საქართველო, თბილისი - 13:09 | 08.06.2018
ნანახია: 1029

საბერძნეთში მიგრანტების მიკროავტობუსი გადაბრუნდა. დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. დაშავებულია კიდევ ათი ადამიანი. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთით „ეგნატიას“ ავტომაგისტრალზე, ქალაქ კავალთან მოხდა.

მიკროავტობუსი გვირაბიდან გასვლის დროს გადაბრუნდა. ის ჯებირზე გადაფრინდა. სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

მედიის ცნობით, მიკროავტობუსში ირანლი მიგრანტები იმყოფებოდნენ.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე