ნაყინი პირველად 232 წლის წინ, ნიუ-იორკში გაიყიდა
საქართველო, თბილისი - 10:38 | 08.06.2018 ნანახია: 2095
232 წლის წინ, 1786 წლის 8 ივნისს, ნიუ-იორკში ნაყინი პირველად გაიყიდა.
ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ნაყინი 5000 წელზე მეტია რაც არსებობს. იგი გამოიგონეს ისეთ ადგილას, სადაც განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის რაიონებს ესაზღვრება დაბალი ტემპერატურის მქონე რაიონები.
3000 წლის წინ, ჩინეთში სუფრას ამშვენებდა დესერტები, რომლებიც დღევანდელ ნაყინს მოგვაგონებენ. ყინულსა და თოვლს ურევდნენ ბროწეულის, ფორთოხლის და ლიმონის ნაჭრებს ამატებდნენ და ეს იყო ნაყინის მსგავსი დესერტი.
ისრაელის მეფის სოლომონის წერილებში აღწერილია შენახვა გაციებული წვენების, მოსავლის აღებისას. გაციებულ ღვინოს, წვენებს და რძის პროდუქტებს იყენებდნენ ძველი ბერძნები. ჰიპოკრატე ხალხს ურჩევდა მიეღოთ ნაყინი დაავადების დროს. ალექსანდრე მაკედონელს, ნაყინით გაუმასპინძლდნენ ინდოეთისა და სპარსეთის ლაშქრობისას. მაშინ გამოიგონეს კენკრის გაყინვა თოვლში. მონებს მთებში აგზავნიდნენ, რათა თოვლი მოეძებნათ. მაშინვე დაიწყეს წყალში ხილის, ღვინის, თაფლის და რძის დამატება. ანტიკურ რომში თოვლს იყენებდნენ გამაგრილებელი სასმელების დასამზადებლად. აპიციმ, ცნობილმა რომაელმა გურმანმა, თავის წიგნში აღწერა გამაგრილებელი სასმელების დამზადება. ნერონი თავის ჭამას ცივი დესერტების მირთმევით ამთავრებდა, მთის ყინულს უმატებდნენ ხილს. მის დასამზადებლად იყენებდნენ ალპებიდან ჩამოტანილ ყინულს. სპეციალურად შენდებოდა ყინულის სარდაფები. სპარსი მოგზაური, ნასრი-ხოზრაუმი, 1040 წელს წერდა, რომ კაიროს სულთანის სუფრაზე სირიის მთიანი რეგიონებიდან მოჰქონდათ თოვლი ცივი სასმელებისა და ნაყინის დასამზადებლად. XVIII საუკუნის დასასრულს, ძველ რუსეთში გაყინული რძე ეროვნულ კერძად ითვლებოდა. წვრილად დაჭრილი გაყინული რძე სუფრას ამშვენებდა.
არსებობს ვერსია, რომ სამხრეთ ევროპაში ნაყინი პირველად მარკო პოლომ შეიტანა XIV საუკუნეში. მან ნაყინი თავის სამოგზაურო ჩანაწერებში აღწერა. პირველად ნაყინის დამზადება ევროპელი მზარეულებიდან იტალიელმა მზარეულებმა დაიწყეს. მათ გაყინული რგოლების ფორმა ჰქონდათ. ამ ნაყინის რეცეპტი, თანამედროვე რეცეპტთან მიახლოებულია. პირველად დამზადებული იქნა სიცილიაზე.
პირველი თანამედროვე ნაყინის დამზადება, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი, რძის, შაქრის, შოკოლადის, ვანილის და სხვა პროდუქტების დანამატებით დამზადდა საფრანგეთის კაფე „Tortoni“-ში.
თანამედროვე დანადგარების გამოგონებამდე, ნაყინს მხოლოდ მაღალი ფენის წარმომადგენლები მიირთმევდნენ, განსაკუთრებულ წვეულებებზე. ნაყინის დამზადება იმ დროს ძალიან რთული იყო. დღეისათვის, ნაყინს ამზადებენ სპეციალურ ფრიზერებში (საყინულეებში), წარმადობა 1-15 კგ საათამდე გრძელდება. უფრო დიდი რაოდენობით ნაყინის დამზადება შესაძლებელია ყინულის კომბინატებში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















