ჟერარდ პიკე და შაკირა გაძარცვეს

საქართველო, თბილისი - 12:17 | 07.06.2018
ნანახია: 1664

„ბარსელონას“ მცველი ჟერარდ პიკე და მისი ცოლი მომღერალი შაკირა გაძარცვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

ბარსელონას პროვინციის ქალაქ ესპლუგეს-დე-ლობრეგატში ვარსკვლავური წყვილის სახლში ბოროტმოქმედები შეიპარნენ და ძვირფასეულობა, საათები და სამკაულები წაიღეს. აღნიშნულია, რომ ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა და მძარცველებს სახლისთვის ზიანი არ მიუყენებიათ.

ძარცვის დროს სახლში არავინ იყო, ფეხბურთელი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. შაკირა კი გასტროლებზე გერმანიაში. მომხდარის შესახებ პიკეს მშობლებმა პოლიციას აცნობეს. დაწყებულია გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე