პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს პირველ შეხვედრას არასამთავრობოებთან გამართავენ

საქართველო, თბილისი - 10:43 | 07.06.2018
ნანახია: 804

ორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს პირველ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართავენ.

კომისიის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძემ განაცხადა, შეხვედრა შედგება NGO-ებსა და სახალხო დამცველთან.

"პირველ სხდომაზე, ყველა შესაბამისი უწყებიდან საგამოძიებო კომისია   მასალებს გამოვითხოვთ, რომელიც  ამ საქმეს ეხება. გვექნება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან. დღეს და ხვალ დავიწყებთ კონკრეტულ შეხვედრებს, როგორც დაინტერესებულ მხარეებთან, ისე დაზარალებულების ოჯახებთან. კომისიის ფარგლებში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე