მარკ ცუკერბერგს ქალიშვილი შეეძინა

საქართველო, თბილისი - 10:14 | 02.12.2015
ნანახია: 1887

Facebook-ის დამაარსებელს მარკ ცუკერბერგსა და მის ცოლს პრისცილა ჩანს ქალიშვილი შეეძინათ. ახალბედა მამამ ამის შესახებ Facebook-ის თავის გვერდზე დაწერა. მარკმა და პრისცილამ ქალიშვილს წერილი მისწერეს, და განაცხადეს, რომ საკუთარი აქციების 99 პროცენტს, რომელიც 45 მლრდ დოლარის ღირებულებისაა, ქველმოქმედებას მოახმარენ.

მარკ ცუკერბერგი პრისცილა ჩანზე 2012 წლის 19 მაისს დაქორწინდა. 31 წლის ცუკერბერგი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად არის აღიარებული.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე