აშშ ერაყსა და სირიაში სპეცრაზმს აგზავნის

საქართველო, თბილისი - 09:44 | 02.12.2015
ნანახია: 1898

შეერთებული შტატები ერაყსა და სირიაში სპეცრაზმს გაგზავნის. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა. მისივე თქმით, სპეცრაზმი ერაყში განსაკუთრებული მისიის ოპერაციებს შეასრულებს, რაც მძევლების გათავისუფლებასა და ისლამური სახელმწიფოს ლიდერთა დატყვევებასთან იქნება დაკავშირებული. სპეცრაზმლეთა რაოდენობა 100-დან 150-მდე იქნება.

კარტერის თქმით, სპეცრაზმის მუშაობა კოორდინირებული იქნება ერაყის ხელისუფლებასთან, და თავად რაზმის წევრები ერაყელ ჯარისკაცებთან და ქურთ რაზმელებთან ერთად იმოქმედებნ. 50-კაციანი ქვედანაყოფი პენტაგონმა გასულ თვეს ჩრდილოეთ სირიაშიც გაგზავნა.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე