ვწუხვარ, რომ ამდენი წელი, პუტინი გატარებთ თავის ჭკუაზე და იქნებ საკუთარ ჭკუას მოუხმოთ - სააკაშვილი პუტინის განცხადებას ეხმიანება

საქართველო, თბილისი - 15:33 | 05.06.2018
ნანახია: 1109

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან ავსტრიულ ტელეკომპანია ORF-თან ინტერვიუში გააჟღერა.

"იმ ქართველებს მინდა მივმართო, ვინც დაიჯერა და უაზროდ იმეორებს რუსულ პროპაგანდას ჩემს მიმართ, ვწუხვარ, რომ ამდენი წელი, პუტინი გატარებთ თავის ჭკუაზე და იქნებ საკუთარ ჭკუას მოუხმოთ. პუტინს, მთელს რეგიონში, საკუთარი თავისთვის მთავარ საფრთხედ მე მივაჩნივარ და მუდმივად ამას უსვამს ხაზს!"-  წერს სააკაშვილი.

ავსტრიულ ტელეკომპანია ORF-თან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მიეცა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, პუტინმა ნავალნი „ჯამბაზ“ სააკაშვილს შეადარა და განაცხადა, რომ "რუსულ პოლიტიკურ სარბიელს სააკაშვილისნაირი ჯამბაზები არ სჭირდება". 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე