ვან გოგის ნახატი აუქციონზე 7 მლნ ევროდ გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 12:03 | 05.06.2018
ნანახია: 1430

პარიზის აუქციონზე ვინსენტ ვან გოგის ნახატი Raccommodeuses de filets dans les dunes-ი 7 მლნ ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის სახლის Artcurial-ის განცხადებაშია ნათქვამი.

ნახატი ამერიკელმა კოლექციონერმა შეიძინა და მასში საწყის ფასზე თითქმის ორჯერ მეტი გადაიხადა.

ექსპერტების ცნობით, მხატვარი ნახატზე ჰააგის შემოგარენში მუშაობდა.

Artcurial-ის წარმომადგენლის ბრუნო ჟობერის თქმით, ვან გოგის ტილოები აუქციონზე იშვიათად ხვდება და მომდევნო ათ წელიწადში მათი ნახვა თითქმის შეუძლებელი იქნება.

ამ მომენტისთვის ვან გოგის ნამუშევრებიდან ყველაზე ძვირად (82,5 მლნ დოლარი) ნახატი „დიქტორ გაშეს პორტრეტი“ გაიყიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე