ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა

საქართველო, თბილისი - 11:28 | 05.06.2018
ნანახია: 985

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა. 

მან საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის და  გაწეული საქმიანობისთვის  მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. 

როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს პროკურატურა ყოველთვის იყო კანონიერების და მართლმსაჯულების სადარაჯოზე და  მართლმსაჯულების აღსასრულებლად თითოეული თანამშრომელი  მუხლჩაუხრელად შრომობდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. მე ვრჩები საქართველოს პროკურატურის გულშემატკივრად", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ შეხვედრის დასასრულს.

ცნობისთვის, ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 31 მაისს დატოვა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე