ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ხვალ სესიაზე დამტკიცდება

საქართველო, თბილისი - 11:11 | 05.06.2018
ნანახია: 830

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ხვალ სესიაზე დამტკიცდება. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სხდომაზე გამოცხადება და კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერი თანამდებობის და იურიდიული პირისთვის სავალდებულო იქნება. 

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საგამოძიებო კომისიამ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს“,- განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიას "ევროპული საქართველოს" წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. ამასთანავე, 17 ადამიანისგან შემდგარ კომისიაში 9 დეპუტატი "ევროპული საქართვედან" იქნება. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე