ცნობილია "ევროპული საქართველოს" იმ წევრების ვინაობა, რომლებიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში იქნებიან

საქართველო, თბილისი - 17:26 | 04.06.2018
ნანახია: 1031

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავიშირებით იქმნება, „ევროპული საქართველო“ უხელმძღვანელებს.

კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

კომისიაში ასევე იქნებიან: ოთარ კახიძე, გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, ირაკლი აბესაძე, მამუკა ჩიქოვანი და ირმა ნადრაშვილი.

ცნობისთვის, კომისიის ფორმირება პარლამენტის უახლოეს სხდომაზე მოხდება.

აღნიშნული კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე