პრემიერი სარალიძესა და მაჩალიკაშვილს მათ წარმომადგენლებთან ერთად შეხვდება

საქართველო, თბილისი - 15:48 | 04.06.2018
ნანახია: 874

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს მათ წარმომადგენლებთან ერთად. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრას დაესწრებიან შს მინისტრი და სახალხო დამცველი.

„პრემიერ-მინისტრი შეხვდება ზაზა სარალიძის ოჯახს და მის ადვოკატს. ასევე შეხვდება მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ადვოკატს. მათი მოთხოვნით, აღნიშნულ შეხვედრას დაესწრება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია”, - განაცხადა თადუმაძემ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე