პარლამენტის საგამოძიებო კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს

საქართველო, თბილისი - 15:35 | 04.06.2018
ნანახია: 854

პარლამენტის საგამოძიებო კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას "ჯი-ეიჩ-ენი" ავრცელებს.

ცნობისთვის, დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავიშირებით იქმნება, „ევროპული საქართველო“ უხელმძღვანელებს.

17 ადამიანისგან შემდგარ კომისიაში „ევროპული საქართველო“ 9 წევრით, ანუ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.

კომისიის ფორმირება პარლამენტის უახლოეს სხდომაზე მოხდება.

აღნიშნული კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე