ჩემი მიზანია ვეურთიერთო როგორც ზაზას, ასევე სხვა ადამიანებს - პრეზიდენტი სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველო, თბილისი - 13:01 | 01.06.2018
ნანახია: 928

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ზაზა სარალიძესთან პირისპირ შეხვედრა დაასრულა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მთავარია, ქვეყანაში სტაბილური და მშვიდი გარემო შენარჩუნდეს.

„ჩემი მიზანი არის, ვეურთიერთო როგორც ზაზას, ასევე, სხვა ადამიანებს, ვისაც აქვს ეს გულისტკივილი იმისთვის, რომ მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი, ქვეყანა იყოს სიმშვიდეში. ამისთვის მე ვეურთერთობი, ბუნებრივია, ხელისუფლებასაც, ამ მოტივით,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

ზაზა სარალიძემ დღეს საკუთარ Facebook გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ერთადერთი ადამიანი ხელისუფლებიდან, რომელმაც მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, პრეზიდენტი და მისი ოჯახი იყო.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა იმყოფებოდა. აქციის განმავლობაში ზაზა სარალიძეს სოლიდარობას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგნელებიც უცხადებდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე