მეგან მარკლი ბრიტანეთის ყველაზე გავლენიან ქალთა რეიტინგში მოხვდა

საქართველო, თბილისი - 12:44 | 01.06.2018
ნანახია: 1498

ჟურნალმა Vogue-მ სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი დიდი ბრიტანეთის ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში შეიყვანა.

რეიტინგის ავტორებმა აღნიშნეს, რომ მარკლმა მიმდინარე წელს ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია.

აღნიშნულია, რომ მეგანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ქალი გახდა. „ის ახალი, 21-ე საუკუნის მონარქის სახეს ქმნის“, - აღნიშნულია Vogue-ს პუბლიკაციაში.

რეიტინგში ასევე მოხვდნენ პოლიტიკოსები, ხელოვნების, მოდის, მედიისა და სპორტის წარმომადგენლები. მათ შორის მოდელიორი სტელა მაკარტნი, მსახიობ ჯორჯ ქლუნის მეუღლე ამალ ქლუნი და მწერალი ჯოან როულინგი.

შეგახსენებთ, პრინცმა ჰარიმ და ამერიკელმა მსახიობმა და ფოტომოდელმა მეგან მარკლმა 19 მაისს იქორწინეს. დედოფალ ელისაბედ მეორის გადაწყვტილებით მარკლი სამეფო ეტიკეტის 6-თვიან კურსს გაივლის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე