სოფო კილაძის აზრით, მთავარი პროკურორის პოსტზე კახი კახიშვილის კანდიდატურა შესაფერისი იქნება

საქართველო, თბილისი - 12:19 | 01.06.2018
ნანახია: 913

მთავარი პროკურორის პოსტზე კახი კახიშვილის კანდიდატურა შესაფერისი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი პროკურორის კონკრეტულ კანდიდატურაზე მსჯელობა ჯერ არ გამართულა.

"ეს ისეთი ადამიანი უნდა იყოს, ვინც ყველასთვის მისაღები იქნება და რომლის მიმართაც კითხვები არ იქნება, რათა ეს პროცესები სწორად წავიდეს. კახი კახიშვილზე პირდაპირ საუბარი ჯერ არ ყოფილა, თუმცა ეს ადამიანი თავისი კვალფიკაციით, წარსულითა და მის მიერ გაკეთებული გატარებული რეფორმებით, რომელიც უპრეცედენტოა და დასავლეთთან თავს ვიწონებთ, მგონია, რომ შესაფერისი იქნება, მაგრამ ამ საკითხზე კონსულტაციები არ ყოფილა”, – განაცხადა კილაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე