მიგვაჩნია, რომ დამნაშავეები დიდი ხანია გამოვლენილები არიან, მაგრამ ბრალდების მხარის ნება არ იყო აქამდე მიეცათ პასუხისგებაში - ტარიელ კაკაბაძე

საქართველო, თბილისი - 11:47 | 01.06.2018
ნანახია: 1018

გუშინდელი განაჩენი ცალსახა დადასტურება იყო იმის, რომ საქმე არ იყო სწორად გამოძიებული, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დანაშაულის რეალურად ჩამდენი პირები არ იყვნენ პასუხისგებაში მიცემულები.

"შესაბამისად, საგამოძიებო ორგანო ვალდებული გახდა ჩაეტარებინა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, რათა კიდევ უფრო მეტად გამოევლინათ ის პირები, რომლებიც ამ დანაშაულში მონაწილეობდნენ. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პირები დიდი ხანია, რაც გამოვლენილები არიან, მაგრამ ბრალდების მხარის ნება არ იყო აქამდე მიეცათ პასუხისგებაში. მიმაჩნია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება პოზიტიური მოვლენაა, ვინაიდან ეს უნდა იყოს მიმართული საქმეზე უტყუარი ჭეშმარიტების დადგენისკენ, - განაცხადა ჟურნალისტებთან ტარიელ კაკაბაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე