ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პროკურატურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა

საქართველო, თბილისი - 18:57 | 31.05.2018
ნანახია: 801

საქართველოს მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადადგა. ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება პროკურატურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება"-ნათქვამია განცხადებაში.

მთავარმა პროკურორმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მთავარ პროკურატურასთან აქცია დაიწყო.

აქცია მთავარ პროკურატურასთან დილიდან იმართება. მას შემდეგ რაც, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

მთავარ პროკურორს თანამდებობის დატოვების შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმა მოუწოდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებული ორი მოზარდიდან დავით სარალიძისგანზრახ მკვლელობის ნაწილში ორივე მათგანი გამართლდა. ერთ მოზარდს კი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მას განზრახ მკვლელობის მუხლი მკვლელობის მცდელობის მუხლით შეეცვალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე