შოთაძე უნდა გადადგეს - ლევან კობერიძე

საქართველო, თბილისი - 18:48 | 31.05.2018
ნანახია: 851

„შოთაძე უნდა გადადგეს ამ რეზონანსული საქმის არასათანადო, უპასუხისმგებლო და არაკვალიფიციური გამოძიების გამო,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„რაღ მინდა უცხოელი ექსპერტები, პროკურორ-გამომძიებელმა იქნებ ახსნას დევივით ბავშვს 1 ბავშვმა როგორ მიაყენა დანით ამდენი ჭრილობა... და ეს მას სჯერა რომ 1 ან თუნდაც 2 მონაწილე იყო ამ ამბავში?!?!“- წერს კობერიძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე