წერეთლის გაზმირზე მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 18:13 | 31.05.2018
ნანახია: 1099

წერეთლის გამზირზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია მამაკაცი და დაჭრილია ქალი. საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებულია პოლიცია, ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძოებო მოქმედებები.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციის მოქმედი თანამშრომელია. ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა ქალი დაჭრა და მისი ყოფილი ქმარი მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მკვლელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვნების თანდასწრებით გაისროლა.

არსებული ინფორმაციით, უბნის ინსპექტორზე შემაკავებელი ორდენი უკვე იყო გამოწერილი. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 11-პრიმა-19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მკვლელობის დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე