საფრანგეთი ოკუპირებული რეგიონების „აღიარებაზე“ კომენტარს აკეთებს

საქართველო, თბილისი - 16:06 | 31.05.2018
ნანახია: 910

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად მიიჩნევს სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "აღიარებას".

ცნობისთვის, სამშაბათს სირიამ მოახდინა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის „აღიარება“. რის შემდეგაც საქართველომ დაიწყო სირიასთან დიპლომატიური ურთერთბების გაწყვეტის პროცედურა.

"ნებისმიერი აღიარება ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ამ შემთხვევაში არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა“ - განაცხცადა დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გამართულ ბრიფინგზე, სირიის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხზე კომენტარის გაკეთებისას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე