პარლამენტის ბიურომ ხორავას ქუჩის საქმეზე კომისიის შექმნის დღის წესრიგში შეტანაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო

საქართველო, თბილისი - 14:13 | 31.05.2018
ნანახია: 868

პარლამენტის ბიურომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დღის წესრიგში შეტანაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

საკითხი ბიუროს სხდომაზე დღეს „ეროპულმა საქართველომ“ დააყენა და მოითხოვეს, რომ მათ მიერ ინიცირებული - ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, დღევანდელი სესიის დღის წესრიგში პირველ საკითხად შეეტანათ. ამას კი ხანგრძლივი დისკუსია და კამათი მოჰყვა.

უმრავლესობის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ, განაცხადა, რომ ამ თემაზე დახურული ფორმატით უნდა გაიმართოს შეხვედრა, რასაც უნრავლესობა დაეთანხმა.

ოპოზიციის მოთხოვნაზე კი გადაწყვეტილება არ მიიღეს. ოპოზიციამ კი პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე