სასამართლოსთან 3 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:57 | 31.05.2018
ნანახია: 944

ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 3 პირი დააკავეს. ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. დაკავებულთა ვინაობას სამართალდამცავ უწყებაში არ ასახელებენ.

სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მკვლელობის მცდელობაში სცნო დამნაშავედ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე