ხობში მოკლული სამი მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული

საქართველო, თბილისი - 09:58 | 31.05.2018
ნანახია: 876

ხობში მოკლული სამი ახალგაზრდას ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. სახლში კი სადაც საზარელი მკვლელობა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. გუშინ ფარცვანიების ოჯახში სტუმრად მყოფი მეგობრები სახლში დაბრუნებულმა ოჯახის დიასახლისმა სისხლის გუბეში იპოვა. სამივე ახალგაზრდას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. ერთ-ერთის მიხედვით ახალგაზრდები სადილობდნენ, რა დროსაც ერთს იარაღი გაუვარდა, ორი პირი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე