დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიების აღიარება მედიიდან გაიგო - თამარ კეკენაძე
საქართველო, თბილისი - 15:03 | 30.05.2018 ნანახია: 1439
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ხელისუფლებამ ამ ამბის შესახებ გაიგო მედიიდან, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა თამარ კეკენაძემ, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის აღიარებასთან" დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება არაღიარების კუთხით, რა თქმა უნდა ნაწილობრივ უნდა იყოს დახურულ კარს მიღმა, მაგრამ თავად ამ ფაქტმა, რომელიც სიურპრიზი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, დაგვანახა ის რეალობა, რომელიც ამ კუთხით გვაქვს.
"მე ვერ დავეთანხმები არჩილ თალაკვაძის ოპტიმიზმს და ვერ გავიზიარებ ამ პროცესის მისეულ, მარტივ აღქმას. სირიას ჯერც აქვს სერიოზული პოზიციები ასადის რეჟიმის და იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც არის დღეს არაბულ სამყაროში. აღნიშნულმა პროცესებმა შეიძლება შეიძინოს უფრო განვრცობადი ეფექტი, ჩვენი ხელისუფლების პასიურობის ფონზე. ფაქტია, რომ ერთის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ მოადუნა ყურადღება არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობის კუთხით და მეორე მხრივ, გადასახედია ის სტრატეგია, რომლითაც ხელისუფლება მუშაობს ამ მიმართულებით.
ფაქტია ის, რომ რუსეთს 2008 წლის შემდეგ არ შეუჩერებია მუშაობა საკუთარი გავლენების გაძლიერებისათვის. ის ეცდება კიდევ უფრო ეფექტურად გამოიყენოს გავლენები იმ მოწყვლადი ქვეყნების მიმართ, რომლებშიც აქვს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ბერკეტები. სწორედ ამ ქვეყნებთან არის მნიშვნელოვანი განსაკუთრებული სახის მუშაობა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავთ. სირიის მხრიდან აღიარება არის შედეგი სწორედ ხელისუფლების არასწორი პოზიციონირებისა ამ მიმართულებით.
ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება არაღიარების კუთხით, რა თქმა უნდა ნაწილობრივ უნდა იყოს დახურულ კარს მიღმა, მაგრამ თავად ამ ფაქტმა, რომელიც სიურპრიზი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, დაგვანახა ის რეალობა, რომელიც ამ კუთხით გვაქვს. ეს მწარე გაკვეთილია თითოეული ჩვენთაგანისთვის.
მივესალმები საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადებას, რომლის თანახმადაც ის აპირებს გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიოერთობა სირიასთან. ქმედება კარგია, თუმცა არაა საკმარისი, რადგან უკვე გაფუჭებულ საქმეზე რეაგირებას ჰგავს და მაქვს იმედი, რომ იმ მოწყვლად ქვეყნებთან, რომლებზეც რუსეთს აქვს თავისი გავლენები, მუშაობა აქტიურად დაიწყება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - აშშ -სთან, ევროკავშირთან და სხვა წონიან ქვეყნებთან ერთად. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ცალკე აღებულ სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება აღნიშნულ ქვეყნებთან რუსეთის პირისპირ მუშაობა.
მნიშვნელოვანია რა გზავნილი და პოლიტიკა აქვს საქართველოს რუსეთთან მიმართებაში. ერთის მხრივ, ჩვენ ვცდილობთ რბილი პოლიტიკა გავატაროთ, მეორეს მხრივ კი ვიღებთ საწინააღმდეგო შედეგებს. ამ აღიარების შემდეგ დასაფიქრებელი და გადასახედია ჩავარდნები, რომლებიც გვაქვს.
ის, რომ სირიის მიერ აღიარება აღმოჩნდა სიურპრიზი ხელისუფლებისთვის მე მიჩენს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს თემაზე, თუ რას აკეთებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური?! რატომ არ ჰქონდათ მათ საფუძვლიანი ეჭვი, ან კითხვის ნიშანი ამ მიმართულებით?! ვატყობ, ბევრი რამ არის გამოსასწორებელი ჩვენი უსაფრთხოების სექტორის მუშაობაში. თუ კიდევ იქნება აღიარება რომელიმე ქვეყნის მხრიდან, ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება საქართველოს რეალობაზე.
ხელისუფლებისგან განსხვავებით მე მაქვს ჩვენი პარტნიორების იმედი, რომლებიც ძალიან თანმიმდევრულნი არიან ქართველი ხალხის მხარდაჭერაში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იმყოფება იმ მომენტში ქვეყნის ხელისუფლებაში.
სწორედ ამის გამო მაქვს იმედი, რომ ძალიან მკაცრი გამოხმაურება მოჰყვება ამ ყველაფერს", - განაცხადა თამარ კეკენაძემ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















