ფრინველის ხორცის გარეცხვა ჯანმრთელობისთვის საშიშია - მეცნიერები

საქართველო, თბილისი - 14:17 | 30.05.2018
ნანახია: 1493

ფრინველის ხორცი მომზადების წინ არ უნდა გაირეცხოს. ამის შესახებ გერმანელმა მეცნირებმა განაცხადეს.

მათი აზრით, ხორცის გარეცხვა მთელს სამზარეულში პათოგენური მიკრობების გავრცელებას იწვევს.

 „სამზარეულოში მიკრობებს სწრაფად გავრცელება შეუძლიათ. ბაქტერიები ასევე ფეხს იკიდებენ ჭურჭლის ღრუბელზე და სხვა ჭურჭელზეც“, - აცხადებენ კვლევის ავტორები.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სარეცხი საშუალებებისა და ცხელი წყლის მეშვეობით ბაქტერიების განადგურება ფაქტობრივად შეუძლებელია. ექიმების რეკომენდაციით, ხორცი გაყინულ მდგომარეობაში უნდა შევინახოთ და არ დავუშვათ სითხის მოხვედრა საყინულის ზედაპირზე. მიკრობების განადგურების ერთადერთი საშუალება გარკვეულ ტემპერატურაზე ადგილის საგულდაგული დამუშავებაა.

„ხორცი უნდა  გაცხელდეს 70 გრადუს ტემპერტურაზე და დამუშავდეს თერმულად - მდუღარე წყლით ორი წუთის განმავლობაში“, - განაცხადეს კვლევის ავტორებმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე