30 წლის მამაკაცი თვითმფრინავიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:39 | 30.05.2018
ნანახია: 898

ბრიტანელი მამაკაცი თურქეთის ქალაქ დალამანის აეროპორტში თვითმფრინავიდან გადავარდა და დაიღუპა. Daily Star-ის ინფორმაციით, მამაკაცი ბორტგამცილებელს ეჩხუბა, რის გამოც მისი რეისიდან მოხსნა სურდათ.

ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. ეკიპაჟის წევრები 30 წლის მამაკაცს გასასვლელისკენ მიაცილებდნენ, მაგრამ ის 4,5 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე დაეცა. მედიის ცნობით, მგზავრმა ხერხემალი დაიზიანა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ მან ამ შემთხვევამდე სამი დღე აეროპორტში გაატარა, რადგან ბილეთი დაკარგა და სახლში დაბრუნების შესაძლებლობას ელოდებოდა. მამაკაცი ბრიტანეთის მოქალაქე იყო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე