ბაშარ ასადი დღეს რუსეთის წაქეზებით მოქმედებს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველო, თბილისი - 10:24 | 30.05.2018
ნანახია: 912

ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება წინდაუხედავი და ცუდი რჩევით გადადგმული ნაბიჯია და ვერაფერს შეცვლის, - ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა გააკეთა.

მისი თქმით, ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბაშარ ასადი დღეს რუსეთის წაქეზებით მოქმედებს.

„რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია. აშშ აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება ვერაფერს შეცვლის“, – განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე