თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 10:11 | 30.05.2018
ნანახია: 2360

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავი მომღერალთან ერთად ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.

მომღერლის სურვილით, ვარსკვლავი წარწერით „არა მარტო გიო ხუციშვილი, მთელი ჩემი თაობა“ აფხაზეთში დაღუპულ იმ ადამიანებს მიეძღვნა, ვისთან ერთადაც ის 90-იან წლებში იბრძოდა.

ვარსკვლავის გახსნამდე, თბილისის საკონცერტო დარბაზში შემოქმედებითი საღამო „თბილისი არის ურთიერთობა“ გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ნატო გელაშვილმა, ლელა წურწუმიამ, მაია ჯაბუამ, თამრიკო ჭოხონელიძემ, ეკა კახიანმა, ნუკრი კაპანაძემ, მერაბ სეფაშვილმა, თემურ თათარაშვილმა, დავით გომართელმა, ანსამბლმა “ფორტე” და სხვებმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე