კიევში რუსი ჟურნალისტი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:02 | 30.05.2018
ნანახია: 869

კიევში რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს.

ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა უკრაინის შსს-მ. მკვლელობა ნიკოლ-სლობოდსკაიას ქუჩაზე მოხდა.

ჯურნალისტს ზურგში რამდენჯერმე იმ დროს ესროლეს, როდესაც ის მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა.

უკრაინის პოლიცია საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. განიხილება მომხდარის რამდენიმე ვერსია. მათ შორის რუსული სპეცსამსახურების ქმედებაც.

ქვეყნის შსს-მ გამოაქვეყნა ეჭვმიტანილის ფოტორობოტი. ის 40-45 წლის მამაკაცია.

პოლიციელების თქმით, დამნაშავეს შესაძლოა, თანამზრახველებიც ჰყავდეს. მეზობლებს გასროლის ხა არ გაუგიათ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე