ბელგიაში მომხდარ სროლას ტერორიზმის მუხლით გამოიძიებენ

საქართველო, თბილისი - 15:46 | 29.05.2018
ნანახია: 967

ბელგიის ქალაქ ლიეჟში მომხდარ სროლას ტერორიზმის მუხლით გამოიძიებენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, ლიეჟში დღეს ორი პოლიციელი მოკლეს. მათ გამვლელის საბუთების შემოწმება სურდათ, რომელიც საეჭვოდ მოქმედებდა.

დამნაშავემ ერთ-ერთ პოლიციელს იარაღი წაართვა და მათ ცეცხლი გაუხსნა, ამის შემდეგ კი ლიცეუმთან მძევლის აყვანა სცადა. სამართალდამცველების დასახმარებლად მისულმა პოლიციელებმა მსროლელის ლიკვიდირება მოახდინეს.

გამოცემა RTL Info-ს ცნობით, დამნაშავე ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა, სადაც კონტაქტი ჰქონდა ექსტრემისტებთან.

გამოცემის ინფორმაციით, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, ბოროტმოქმედი სავარაუდოდ ბელგიის მოქალაქეა და 1982 წელს არის დაბადებული. ის პოლიციისთვის რამდენიმე სისხლის სამართლის საქმით არის ცნობილი.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე