საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:27 | 29.05.2018
ნანახია: 871

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადებით, საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, სირიის რეჟიმმა, რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად, მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს ე.წ. დამოუკიდებლობა.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას.

ცნობისთვის, სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ აღიარა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე