პრინცი ჰარი და მეგან მარკლი თაფლობის თვეს კანადაში გაატარებენ

საქართველო, თბილისი - 14:41 | 29.05.2018
ნანახია: 1365

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია საბოლოოდ შეთანხმდნენ ადგილზე, სადაც თაფლობის თვეს გაატარებენ.

მანამდე დასავლური მედია წერდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი თაფლობის თვეს ან ირლანდიაში ან კიდევ ნამიბიაში გაატარებდნენ, თუმცა როგორც გაირკვა, ისინი საქორწილო მოგზაურობაში კანადაში გაემგზავრებიან.

წყვილი თავის თაფლობის თვეს ბოვერტის ტბის სანაპიროზე, პატარა სასტუმროში გაატარებს. კანადაში გამგზავრების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ სამეფო წყვილის დაიცავენ, როგორც ბრიტანელი, ისე კანადელი სამართადამცველები.

თაფლობის თვის გასატარებელი ადგილი ახალდაქორწინებულებს შემთხვევით არ შეურჩევიათ. სასტუმრო ჯასპერის პარკში ყველაზე მყუდრო, სამოთხის მსგავსი კუთხეა. იქ ხშირად ჩერდებიან ბრიტანეთისა და ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები.

გიორგი მეექვსე და დედოფალი ელისაბედ პირველი ამ ადგილზე 1939 წელს გაემგზავრნენ, დედოფალი ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპი კი ამ სასტუმროში 2005 წელს ისვენებნდენ.

 ამავე სასტუმროში შვებულებას ასევე ხშირად ატარებენ ენტონი ჰოპკინსი, ჯონ ტრავოლტა და ბილ გეიტსი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე