ქარიშხალსა და ძლიერ წვიმას ინდოეთში 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:08 | 29.05.2018
ნანახია: 910

გადაუღებელი წვიმას ინდოეთში 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ცნობით, ყველაზე მეტად სტიქიამ ბიჰარის, ჯარკჰანდისა და უტარ-პრადეშის შტატები დააზარალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა, რომელიც წვიმას თან ერთვოდა, ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები ძირიანად ამოგლიჯა. რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას არ ელოდებიან. ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს თავიანთი საცხოვრებელი სახლები არ დატოვოს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე